ყველაზე ემოციური, გამორჩეული და ჯადოსნური დღესასწაულის - ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. თუმცა, ამ პერიოდს, მხიარულებასა და დიდებულებასთან ერთად, სევდა და მელანქოლიაც ახლავს თან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამწუხაროდ, ახალი წელი ყველასთვის ჯადოსნური ნამდვილად არ არის. თუკი წინასაახალწლო ფუსფუსს მცირე ხნით მოვწყდებით, მაშინვე შევამჩნევთ, რომ ჩვენ გარშემო უამრავი სოციალური პრობლემაა. ამაზე ზრუნვა კი, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
სწორედ ამ საზოგადო პრობლემებსა და ზრუნვის მნიშვნელობას ეძღვნება ჩვენი საახალწლო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს, სასიკეთო ცვლილებების მისაღწევად, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანოს.
ეს პლატფორმაც - www.tegeta.care, სადაც ახლა გვესტუმრე, კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და ერთ სივრცეში აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ.