slide: ㅤ

ზრუნვის ძალა ჯერ კიდევ მაშინ ვირწმუნეთ, როცა ბავშვობაში ჩვენზე ზრუნავდნენ. შემდეგ გავიზარდეთ და აღმოვაჩინეთ, რომ გარშემო უამრავი სოციალური პრობლემაა, ჩვენ გვერდით კი ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ.  

მთავარი კითხვა ასე დაისმის: გჯერა, რომ ერთი კეთილი ქმედება სხვების მდგომარეობას გააუმჯობესებს? გჯერა, რომ უცნობ ადამიანზე ზრუნვა უკეთეს ადამიანად გაქცევს? გჯერა, რომ სასიკეთო ცვლილებებისთვის ერთი ადამიანის მონდომებაც საკმარისია?

რადგან ამ პლატფორმაზე იმყოფები, ესე იგი ყველა დასმულ შეკითხვაზე დადებითი პასუხი გაქვს. www.tegeta.care - შეიქმნა იმ იდეით, რომ ზრუნვა ცვლის სამყაროს და მისი მიზანია, ამ იდეის გარშემო, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანოს. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ და საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, შემოუერთდეს ერთიან სასიკეთო ინიციატივას.   

„თეგეტას“ განვითარების ისტორია აჩვენებს, რომ საზოგადოების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჰოლდინგის იდენტობის ნაწილია. მიგვაჩნია, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის გაძლიერებით საკუთარი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის მდგრად განვითარებაში, ზრუნვის პლატფორმის საშუალებით კი ამ პროცესში შენც ამ სასიკეთო ცვლილებების თანამონაწილე ხდები. 50-ზე მეტი პარტნიორი და 50-ზე მეტი ერთობლივი აქტივობა და საზოგადოების სასიკეთო ცვლილებებისთვის გაცემული 280,000 ლარზე მეტი - ეს 2022-2023 წლებში „თეგეტასა“ და საზოგადოების ჩართულობით მიღწეული შედეგებია. 
slide: ეკატერინე ქავთარაძე

„ზრუნვის მსურველ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, შემოგვიერთდნენ, მარტივად გააკეთონ დონაცია და ერთად უზრუნველვყოთ სასიკეთო ცვლილებები.“

ეკატერინე ქავთარაძე

თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი
„ზრუნვის ძალის თეგეტაში ყოველთვის გვჯეროდა. რომ დასვათ კითხვა, რას საქმიანობს თეგეტა? ჩვენი პასუხი იქნებოდა - თეგეტა ზრუნავს. ზრუნავს, რომ მომხმარებელს ავტომობილის ფლობის გამოცდილება გაუმარტივოს. ზრუნავს, რომ ბიზნესი განვითარდეს. ზრუნავს, რომ განათლების დონე ამაღლდეს, ადამიანებმა უფრო თანასწორუფლებიან გარემოში იცხოვრონ, ცხოველებმა კი, უფრო უსაფრთხოში. ზუსტად ამიტომ ვეხმარებით სხვადასხვა ორგანიზაციას და ამიტომ შევქმენით პლატფორმა — Tegeta Care. ამით, ზრუნვის მსურველ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, შემოგვიერთდნენ, მარტივად გააკეთონ დონაცია და ერთად უზრუნველვყოთ სასიკეთო ცვლილებები. ამავდროულად, www.tegeta.care ერთგვარი მედია პლატფორმაა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის - ემსახურება მათ შესახებ ცნობადობის გაზრდას და მუდმივად გაუწევს საინფორმაციო მხარდაჭერას.“ – ეკატერინე ქავთარაძე, მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი

თუ გინდა იზრუნო ბავშვებზე, მოხუცებზე, განათლებაზე, ცხოველებზე, გარემოზე, სიცოცხლეზე - შეგიძლია პლატფორმის მეშვეობით შეარჩიო შენთვის სასურველი ორგანიზაცია და დონაცია მარტივად გააკეთო.

28

ზრუნვის წელი

50+

განხორციელებული პროექტი

900

ასრულებული სურვილი

50+

პარტნიორი ორგანიზაცია