დანართი N1

წესები და პირობები

1. ზოგადი პირობები

1.1. შპს „თეგეტა მოტორსის“ (ს/კ: 202177205; შემდგომში - „კომპანია“) მიერ ადმინისტრირებადი ვებ-გვერდი - https://tegeta.care/ (შემდგომში - „ვებ-გვერდი“) წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც შეიქმნა საახალწლო კამპანიის ფარგლებში და ერთ სივრცეში აერთიანებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. აღნიშნული პლატფორმის შექმნის მიზანია საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრაში საზოგადოების ჩართულობისა და მათი ზრუნვის მნიშვნელობის ამაღლება, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს სასიკეთო ცვლილებების მისაღწევად რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაერთიანებას;

1.2. ვებ-გვერდის შექმნის მიზანია, ნებისმიერ მსურველ პირს მისცეს შესაძლებლობა ქველმოქმედების მიზნებისთვის მარტივად განახორციელოს მისთვის სასურველი თანხის დონაცია. ამავდროულად, ვებ-გვერდი წარმოადგენს ერთგვარ მედია-პლატფორმას საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, რადგან ემსახურება მათ შესახებ ცნობადობის ამაღლებას;

1.3. წინამდებარე „წესები და პირობები“ (შემდგომში - „წესები და პირობები“) არეგულირებს „კომპანიასა“ და „კომპანიის“ ვებ-გვერდით მოსარგებლე პირს (შემდგომში - „მომხმარებელი“) შორის ურთიერთობას.

1.4. „მომხმარებელი“ შესაძლოა იყოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული ნებისმიერ მეწარმე სუბიექტი, სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი;

1.5. ვებ-გვერდის მეშვეობით დონაციის განხორციელებისას „მომხმარებელი“ ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე წესებს და პირობებს და განაცხადოს ნებაყოფლობითი თანხმობა, რის საფუძველზეც წინამდებარე „წესების და პირობების“ მოქმედება გავრცელდება მასზე და „მომხმარებელი“ ავტომატურად მოექცევა წინამდებარე „წესებისა და პირობების“ მოქმედების ფარგლებში;

1.6. წინამდებარე „წესების და პირობების“ გაცნობის თაობაზე შესაბამის ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომ „მომხმარებელი“ გაეცნო და დაეთანხმა წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და წარმოეშვა მასში გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

2. დონაციის პირობები

2.1. დონაციის მიზნებისთის, მომხმარებელი ირჩევს ვებ-გვერდზე განთავსებულ ორგანიზაციებს და შესაბამის ველში განთავსებულ ღილაკზე „იზრუნე“ ხელის დაჭერით გადადის დონაციის შესაბამის ბმულზე, სადაც მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) სახელი, გვარი/კომპანიის სახელწოდება;

ბ) ტელეფონი;

გ) ელ-ფოსტის მისამართი;

დ) დონაციის თანხის ოდენობა;

2.2. „მომხმარებელი“ წინამდებარე „წესების და პირობების“ 2.2 პუნქტში მითითებული ველების სრულყოფილად შევსების შემდეგ, „დონაციის“ დადასტურების ღილაკის მეშვეობით, შეძლებს საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხოს მითითებული დონაციის თანხა სასურველ ორგანიზაციაში. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, განვმარტავთ, რომ „მომხმარებლის“ მიერ მითითებული დონაციის თანხის გადარიცხვას „მომხმარებლი“ პირდაპირ უზრუნველყოფს სასურველი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით და ამ პროცესში რაიმე თანხის დაკავებას „კომპანია“ „მომხმარებლისგან“ არ ახორციელებს.

2.3. დონაციის შემდეგ, მომხმარებლის მიერ სასურველ ორგანიზაციაში გადარიცხული თანხა მომხმარებლისთვის უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

3. მხარეთა უფლება-მოვალეობები

3.1. „კომპანია“ უფლებამოსილია:

3.1.1. ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე „წესები და პირობები“ ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებ-გვერდზე.

3.1.2. შეწყვიტოს „მომხმარებლის“ ვებ-გვერდზე წვდომა ნებისმიერ დროს ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, ავტორიზებული „მომხმარებლის“ მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებ-გვერდს ან თავად „კომპანიას“.

3.1.3. გააკონტროლოს „მომხმარებლის“ ყველა ქმედება და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საკუთარი შეხედულებისამებრ, მიიღოს შესაბამისი ზომა, კერძოდ, დაბლოკოს „მომხმარებელი“ და შეუზღუდოს იმავე მონაცემების მქონე პირს დონაციის უფლება.

3.1.4. იმ შემთხვევაში, თუ „კომპანიისთვის“ ცნობილი გახდება, რომ „მომხმარებლის“ მიერ დონაციის დროს გამოყენებულ იქნა სხვა პირის მონაცემები ან თუ „მომხმარებლის“ მხრიდან განხორციელდება წინამდებარე „წესებით და პირობებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, „კომპანია“ უფლებამოსილია განახორციელოს „მომხმარებლის“ დაბლოკვა და შეუზღუდოს „მომხმარებელს“ (იმავე მონაცემების მქონე პირს) დონაციის უფლება.

3.2. „კომპანია“ ვალდებულია:

3.2.1. დაამუშავოს „მომხმარებლის“ მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე „წესების და პირობებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

3.3. „მომხმარებელი” ვალდებულია:

3.3.1. ვებ-გვერდზე დონაციის მიზნებისთვის მიუთითოს რეალური, სრულყოფილი, ზუსტი და მხოლოდ მის შესახებ არსებული მონაცემები. აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, თავად აგოს პასუხი „კომპანიის“ და მესამე პირების წინაშე.

3.3.2. დაიცვას წინამდებარე „წესები და პირობები“.

4. დასკვნითი დებულებები

4.1. წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

4.2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ საქართველოში მოქმედ სასამართლოს.





დანართი N2

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს „თეგეტა მოტორსის“ (ს/კ: 202177205; შემდგომში - „კომპანია“) ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს მისი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა დაცვა, შესაბამისად, ფიზიკურ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს მკაცრად კონტროლდება პროცესის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა - მონაცემები მუშავდება სამართლიანად და კანონიერად, მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნებისთვის, ხოლო მონაცემთა ბაზა დაცულია უკანონო წვდომისა და გამოყენებისგან.

„კომპანია“ მომხმარებლის მონაცემების დამუშავების დროს ხელმძღვანელობს როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობით და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო აქტებით, ასევე, წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკით“ (შემდგომში - „პოლიტიკა“), რომლის მიზანიც „კომპანიის“ მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების კონტროლია.

1. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი და ვადა

1.1. „მომხმარებელი“ როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი „ვებ-გვერდზე“ თავისი პერსონალური მონაცემების შეყვანით თანხმობას აცხადებს, და წინასწარ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ანიჭებს „კომპანიას“ დონაციის მიზნებისთვის, ასევე, სტატისტიკის წრმოებისთვის (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი) და ვებ-გვერდზე „მომხმარებლის“ მიერ განხორციელებული აქტივობები.

1.2. „კომპანია“ ხსენებული მონაცემების შენახვას განახორციელებს იმ ვადამდე, სანამ „მომხმარებლის“ მხრიდან არ მოხდება სხვაგვარი მითითება წინამდებარე დოკუმენტითა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

2. მონაცემთა უსაფრთხოება

2.1. „კომპანიაში“ მიღებულია ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს „მომხმარებლის“ მონაცემების დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

2.2. „კომპანიაში“ მკაცრად არის დაცული „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც მონაცემების დამუშავება ჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

3. მონაცემთა სუბიექტის უფლებები და ვალდებულებები

1.1. „მომხმარებელს“ უფლება გაქვთ მოსთხოვოს „კომპანიას“ ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე.

1.2. „მომხმარებელი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს „კომპანიას“ მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით - ცხელ ხაზზე დარეკვით: (+995 32) 226 44 44; წერილობითი შეტყობინების შემდეგ მისამართზე გაგზავნით: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N129, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასეთ დროს „კომპანია“ ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი.

4. მონაცემთა გადაცემა

4.1. „კომპანია“ უფლებამოსილია წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემები გადასცეს ვებ-გვერდზე განთავსებულ იმ დაწესებულებას/ორგანიზაციას, რომელთანაც „მომხმარებელმა“ განახორციელა თანხის დონაცია.

5. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის წესი

5.1. „კომპანია“ იტოვებს უფლებას, რომ შეცვალოს „კომპანიაში“ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი, მასთან დაკავშირებული პრაქტიკა და შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს წინამდებარე პოლიტიკაში.