slide: აუტიზმის ქართულ-ამერიკული ცენტრი ლოლიპოპი

აუტიზმის ქართულ-ამერიკული ცენტრი "ლოლიპოპი"

იზრუნე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებზე
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები განსაკუთრებული უნარებითა და თვისებებით გამოირჩევიან, რითაც ჩვენს სამყაროს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიან. ისინი ფიქრობენ, რომ ყველა ადამიანი ისეთივე გულღია და პირდაპირია, როგორებიც თავად არიან და საზოგადოების ყურადღებასა და მხარდაჭერას საჭიროებენ. 

ლოლიპოპის აუტიზმის ქართულ-ამერიკული ცენტრი 2018 წელს სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელია, რომელიც მუდმივად ეცნობოდა საერთაშორისო სერვისებსა და თერაპიებს, მათ ხარისხს კი საქართველოში არსებულ სტანდარტებს ადარებდა. ამ ძიებაში მან გაიცნო ნიუ იორკის აუტიზმის ცენტრის დამფუძნებელი და მასთან ერთად ჩამოაყალიბა ლოლიპოპის იდეა, რომელიც დღეს 150-ზე მეტ ბავშვს ემსახურება. 

ლოლიპოპი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს სრული მომსახურების პაკეტს სთავაზობს, რომელიც მოიცავს ქცევით, სენსორულ, ფიზიკურ, ჯგუფურ, მეტყველებისა და არტ თერაპიას, აკადემიური უნარების გაუმჯობესებასა და შინ მომსახურების სერვისს. ყოველი ბავშვისთვის ინდივიდუალური პროგრამა მზადდება, რაც მაქსიმალურ შედეგებს უზრუნველჰყოფს.

2024 წლის თებერვალში, დიდი მოთხოვნის გამო, ლოლიპოპის ფილიალი ზუგდიდშიც გაიხსნა. რეგიონებში აუტიზმის შესახებ ცნობადობა დაბალია და ბენეფიციართა უმრავლესობა სოციალურად დაუცველია, რაც სერვისების მიღებას ართულებს. სწორედ ამიტომ, ლოლიპოპი აქტიურად ატარებს კონფერენციებსა და ტრენინგებს, რათა აუტიზმის შესახებ ცნობადობა გაიზარდოს და სერვისებიც უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. 

მათი მისიაა, იზრუნონ ბავშვებსა და ოჯახებზე, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. საკუთარ თავში ზრუნვის სუპერძალის აღმოჩენა ხომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია?  
თუ გსურს, რომ ლოლიპოპის ცენტრმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს და მეტ ბავშვს ჰქონდეს წვდომა სერვისებზე, ხელი შეუწყვე მის განვითარებას. 


იზრუნე, რომ ერთიანი ძალისხმევით სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციოთ. 

ანგარიშის ნომერი : GE85TB7374536080100015