slide: ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები

ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები


პერსონალური ინფორმაცია

სიმსივნესთან ბრძოლაში ყველა ბავშვი სუპერგმირია, მაგრამ თანადგომა ხომ გმირებსაც სჭირდებათ? 
‘’ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები’’ არის ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი ონკოდაავადებებთან მებრძოლი ბავშვების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა.  მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდში მნიშვნელოვანია ინფორმაციული და ფინანსური მხარდაჭერა. ორგანიზაცია ცდილობს, ბავშვთა სიმსივნეების შესახებ აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება, დაიცვას ბავშვებისა და მათი მშობლების უფლებები და დაუკმაყოფილოს მათ ყოველდღიური საჭიროებები. 
ყველაფერი კი დაიწყო სუპერგმირი მართა თალაკვაძით, რომელიც, სამწუხაროდ, სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა. მისი მშობლების ინიციატივა კი დღეს დანარჩენ სუპერგმირებზე მზრუნველ ადამიანებს აერთიანებს. 
შენც შეგიძლია ონკობავშვებისთვის ღირსეული გარემოს შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მთავარია, გჯეროდეს, რომ ზრუნვით სუპერგმირების სამყაროს უკეთესობისკენ ცვლი.