ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცოდნით იწყება.
ზოგჯერ სწორედ ერთი გენეტიკური კვლევა ასრულებს გადამწყვეტ როლს სწორი დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის დაგეგმვაში. თუმცა, ამ კვლევებამდე მისასვლელი გზა რთული და ბუნდოვანია - ადამიანებმა არ იციან, რომელი ტესტი სჭირდებათ, სად უნდა ჩაიტარონ ან როგორ გაიგონ მიღებული შედეგები.
ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა Biomedix. მრავალწლიანი სამედიცინო გამოცდილების მქონე გუნდმა ერთ სივრცეში გააერთიანა ყველაფერი, რაც ადამიანს გენეტიკური კვლევის გზაზე სჭირდება - ტესტის სწორად შერჩევა, საერთაშორისო პარტნიორ ლაბორატორიებთან თანამშრომლობა, გენეტიკური კონსულტაცია და მიღებული პასუხების პროფესიონალური განმარტება.
ხშირად კვლევის საჭიროება აშკარაა, მაგრამ მისი ჩატარება ფინანსური მიზეზების გამო ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ შეიქმნა Biomedix-ის ფონდი, რომლის მიზანია გენეტიკური კვლევები ხელმისაწვდომი გახადოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიაგნოზის დასმა, მკურნალობის დაგეგმვა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სჭირდება, თუმცა ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.
როცა საჭირო კვლევა ხელმისაწვდომი ხდება, ადამიანს მეტი შანსი ეძლევა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. მხარი დაუჭირე Biomedix-ის ფონდს და იზრუნე, რომ ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს.
GE98BG0000000612692077