საქართველოში 78,000 მოსწავლეს ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვს. მათი 95% ინტერნეტის დაფარვის ზონაში ცხოვრობს, მაგრამ ხელმოკლეობის გამო, ინტერნეტის საფასურის გადახდას ვერ ახერხებს.
სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავს „ჩართე" — საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევს, დაუფინანსო ინტერნეტი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. „ჩართეს" მოსწავლეებს, ინტერნეტის გარდა, ლეპტოპებსა და ონლაინ საგანმანათლებლო კურსებზეც აქვთ წვდომა.
„ჩართე“ უკვე 9 წელია მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ 3 500-მდე მოსწავლეს დაეხმარა - ბევრ დაბრკოლებას კი საკუთარი ავტომობილის გარეშე გაუმკლავდა.
„ჩართე“ tegeta.care-ის დიდი ხნის მეგობარია. ამ პარტნიორობის ფარგლებში „თეგეტამ“ წლების განმავლობაში 40-მდე მოსწავლე ლეპტოპითა და ინტერნეტზე წვდომით უზრუნველყო, რეგიონებში მცხოვრებ 10 გოგონას კი ციფრული პროფესიების კურსები სრულად დაუფინანსა. „თეგეტას“ მექანიკოსები პერიოდულად იმ ავტომობილების ტექნიკურ გამართვაზეც ზრუნავდნენ, რომლებითაც „ჩართეს“ გუნდი გადაადგილდებოდა.
ახლა „ჩართე“ საკუთარი ავტომობილის შესაძენად თანხას აგროვებს. სანამ „ჩართე“ საჭირო თანხას სრულად შეაგროვებს, თეგეტა და Europcar Georgia გუნდს ავტომობილებით უზრუნველყოფენ, რათა მათ სოფლებში უსაფრთხოდ და სტაბილურად გადაადგილება და საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება შეძლონ.
შენც შეგიძლია გახდე ინიციატივის მხარდამჭერი - გაეცანი „ჩართეს“ კამპანიას და სურვილის შემთხვევაში შეიტანე შენი წვლილი
განათლების გზაზე გაიარე მეტი