slide: ინკლუზიური დასი ცხოვრება მშვენიერია

ინკლუზიური დასი "ცხოვრება მშვენიერია"

იზრუნე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განვითარებაზე
ადამიანებს სხვადასხვა ინტერესი თუ მიზანი გვამოძრავებს, თუმცა ყველას გვჭირდება შესაბამისი პირობები მათ გასავითარებლად, იმის აღმოსაჩენად, რა გამოგვდის ან რისი კეთება გვსიამოვნებს. 

სამწუხაროდ, გარემო პირობები ყველას არ უწყობს ხელს ინტერესების განვითარებაში. მაგალითად, თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში არ არსებობს პროფესიული ან უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ისინი საშემსრულებლო ხელოვნებაში შეძლებენ ჩართვას. 

არადა წარმოიდგინე, რამდენი შშმ პირი არის თეატრით დაინტერესებული, რამდენი მათგანი ოცნებობს მსახიობობაზე და სურს, საკუთარი თავი თეატრში გამოსცადოს? 

ინკლუზიური დასის დაარსების მიზანი სწორედ ასეთი ადამიანების ხელშეწყობა და ინტეგრაციაა. ეს არის დასი, რომელიც საქველმოქმედო ფონდის - ,,ცხოვრება მშვენიერია’’ ბაზაზე შეიქმნა. ორგანიზაცია 2014 წლიდან აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო აქტივობებში და განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი წარმატებული პროექტი. ის სამომავლოდაც არაერთი საერთაშორისო პროექტის ინიცირებას გეგმავს ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების ინტეგრირების მიზნით.

ინკლუზიური დასის ძირითადი საქმიანობა შშმ პირთა მომზადებაა როგორც სამსახიობო ოსტატობაში, ასევე სასცენო მეტყველებაში, ქორეოგრაფიასა და ვოკალში. 

,,ცხოვრება მშვენიერია’’ - ეს არის ერთ-ერთი პირველი სპექტაკლი, რომლის პრემიერის შემდეგ უპრეცედენტო რამ მოხდა ქართული თეატრის ისტორიაში - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ყოველთვიურად უთმობს სცენას ინკლუზიურ დასს ,,ცხოვრება მშვენიერია". 

ახლა დასი ახალ სპექტაკლზე მუშაობს - ,,ორი ბატონის მსახური’’, რომლის დასადგმელადაც საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ ამ ორი სპექტაკლითაა დასი მიწვეული იტალიაში.

ცხოვრება მართლაც მშვენიერია, როცა ადამიანები ერთმანეთზე ვზრუნავთ და ჯანსაღ გარემოს ვქმნით, სადაც ყველას აქვს ინტერესების განვითარების შესაძლებლობა. 

იზრუნე ინკლუზიური დასის განვითარებაზე.

ანგარიშის ნომერი : GE07 TB79 9063 6080 1000 05