slide: იზრუნე თავისუფლებაზე

იზრუნე თავისუფლებაზე


პერსონალური ინფორმაცია

მხარდაჭერა უკრაინას
 
დღეს მსოფლიო გარდამტეხი ისტორიული მოვლენის მომსწრეა — უკრაინელების გამბედაობა და თავგანწირვა შთამაგონებელია მთელი სამყაროსთვის. უკრაინის შეიარაღებული ჯარი თუ მშვიდობიანი მოქალაქეები თავდაუზოგავად იბრძვიან ოკუპანტი რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ და განუზომელი სიმამაცით იცავენ საკუთარ ქვეყანასა და ღირსებას რუსული აგრესიისგან.
 
თეგეტა სრულ მხარდაჭერას უცხადებს მამაც უკრაინელ ხალხს და გამოყოფს 100,000 ლარს მათ დასახმარებლად. 
 
ვაცნობიერებთ, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ, დემოკრატიული პრინციპების მქონე თითოეული მოქალაქის ბრძოლაცაა — სწორედ ამიტომ, თითოეულ თქვენგანს აქვს შესაძლებლობა, Tegeta Care-ის პლატფორმის მეშვეობით, თავადაც გადარიცხოს თანხა, მხარი დაუჭიროს უკრაინას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ისტორიული ბრძოლის სასიკეთოდ დასრულებაში. 
 
გვჯერა, რომ ზრუნვას სამყაროს შეცვლა შეუძლია. დღეს კი, ზრუნვა უკრაინაზე ნიშნავს — ზრუნვას თავისუფლებაზე, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, დემოკრატიულ ღირებულებებსა და უკეთეს სამყაროზე.
შემოგვიერთდი და იზრუნე თავისუფლებაზე!

ძალა ერთობაშია —

შემოგვიერთდი და იზრუნე თავისუფლებაზე!

Слава Україні! Героям слава! 
თეგეტა ქეარის მეშვეობით შეგროვებული თანხა გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე.