slide: MAC Georgia

MAC Georgia

იზრუნე შშმ პირთა კეთილდღეობაზე

ყველაფერი დიდი ხნის წინ ერთი მარტივი კითხვით დაიწყო: როგორ დავეხმაროთ შშმ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ იქ, სადაც არ არის სერვისები, ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი მხარდაჭერა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება კი მარტივი სულაც არ ყოფილა. 


2005 წელს რამდენიმე ქართველმა და ამერიკელმა პასუხების ძიება დაიწყეს და სწორედ ასე შეიქმნა MAC Georgia. დღეს ეს ორგანიზაცია გვარწმუნებს, რომ შეუძლებელიც კი შესაძლებელი ხდება, როცა ადამიანები ერთი იდეის გარშემო ქმედითი ზრუნვით ერთიანდებიან. 


MAC Georgia ქმნის სივრცეს, სადაც ზრუნვა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და ამას მათ მიერ განხორციელებული არაერთი პროექტიც ადასტურებს: 


,,მოირგე’’ - საქართველოში პირველი სპეციალიზებული ეტლების პროგრამა ბავშვებისთვის, კონფერენციები, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები მონაწილეობენ ცნობიერების ასამაღლებლად, ისეთი სერვისების გასაცნობად, რომლითაც შეუძლიათ სარგებლობა.


,,შუქი მოვიდა’’ - ქვია პროექტს, სადაც ადამიანები საკუთარ გამოცდილებას TED-ის სტილში აზიარებენ და სტერეოტიპებს ანგრევენ, ,,შეაღე’’ კი არის ინოვაციური ონლაინ რუკა, რომელიც ოჯახებს სერვისების პოვნასა და შვილების საჭიროებების უკეთ გააზრებაში ეხმარება; ორგანიზაცია ასევე გასცემს სტიპენდიას 200-ზე მეტი დაბალშემოსავლიანი ოჯახის სტუდენტზე. 


MAC Georgia-ში სჯერათ, რომ ყველას - ნებისმიერი შესაძლებლობითა და ნებისმიერ ასაკში - აქვს უფლება, იცხოვროს ღირსეულად, მიიღოს განათლება, გამოხატოს საკუთარი თავი, იმეგობროს, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.


ეს ყველაფერი კი შესაძლებელია - ინკლუზიურ და მრავალფეროვან სამყაროში, სადაც ადამიანები ლოიალურები არიან. სოლიდარულ საზოგადოებას ინდივიდები ქმნიან, ამიტომ ასეთი სამყაროს შესაქმნელად თითოეული ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანია.  მხარი დაუჭირე ორგანიზაციის ინიციატივებს და იზრუნე, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრების საშუალება! 


 GE85TB7912036080100009