საქართველოში ძალადობაგამოვლილი ქალები არაერთ სოციალურ სტიგმასა და სირთულეს აწყდებიან. ძალადობასთან ბრძოლის მეთოდები განსხვავებულია. მათ შორისაა განათლება, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, გარესამყარო შეიმეცნოს, აღმოაჩინოს საკუთარი უფლებები და თავი დაიცვას უსამართლობისგან; წიგნები ადამიანებში ახალ ოცნებებს აჩენს და ეხმარება, ყველაფერი გააკეთონ უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
სწორედ ამ რწმენით, 2019 წლის 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდები“. მისი სახელწოდება დებ მირაბალებს უკავშირდება, დომინიკელ აქტივისტებს, რომლებიც ფემინისტური სიმტკიცისა და სიძლიერის სიმბოლოდ იქცნენ.
5 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა ქალთა გაძლიერების მიმართულებით. მათ შორისაა მიმდინარე, ‘’მირაბალდებისთვის’’ პრინციპული პროექტი, რომელიც ოჯახში ძადალობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრებში ‘’26 მაისის ქალების’’ სახელობის საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობას, უსიცოცხლო კედლების გაფერადებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობას ისახვავს მიზნად.
პროექტი მრავალი სირთულის მიუხედავად, სამოქალაქო აქტივიზმის ხარჯზე ხორციელდება. საქართველოში ხუთი ასეთი თავშესაფარია - თბილისში, სიღნაღში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში, საგანმამათლებლო სივრცეების გახსნა კი თითოეულ მათგანში მოიაზრება.
,,მირაბალდების’’ ინიციატივის ფარგლებში, თბილისსა და სიღნაღში უკვე ფუნქციონირებს სივრცეები, რომელსაც აქვს როგორც საგანმანათლებლო, ისე სარელაქსაციო დატვირთვა, დანარჩენ სამ თავშესაფარში კი სივრცეების მოსაწყობად ისევ საზოგადოების ჩართულობის იმედი აქვთ.
ამიტომ, შემოუერთდი ,,მირაბალდების’’ ინიციატივას და ერთად შევქმნათ გარემო, სადაც ქალები არა მხოლოდ გადარჩებიან, არამედ ძალას იპოვიან, რომ სხვებიც გააძლიერონ. გახდი ცვლილებების ნაწილი და იზრუნე უკეთეს მომავალზე!
GE28BG0000000541441987
ააიპ ჰერსთორი და მირაბალდები