slide: პოლივიმი

პოლივიმი

ჩააბარე გამოყენებული პლასტმასის ბოთლები და იზრუნე გარემოზე
ალბათ, არც შენ მოგწონს, პლასტმასს რომ იყენებ, მაგრამ ვერა და ვერ გადაეჩვიე. მანამ, სანამ პლასტმასს მოხმარებიდან სრულად ამოიღებ, შეგიძლია გარემოზე ზრუნვა გამოყენებული ბოთლების შეგროვებითა და ჩაბარებით დაიწყო. 

ამ საქმეში შპს „პოლივიმი” დაგეხმარება — საწარმო რუსთავში, რომელიც ნედლეულის სახით მოიხმარს პოლიეთილენ-ტერეფტალატის (PET) მეორად ბოთლს. პირველ ეტაპზე, PET მეორადი ბოთლები გარდაიქმნება მაღალი ხარისხის სუფთა და ფერად ფანტელებად, ხოლო მეორე ეტაპზე მიღებული PET ფანტელებისგან პოლიესტერის სინთეზური ბოჭკო მზადდება. ერთი შეხედვით, ეს ტერმინები უცხოდ და რთულად ჟღერს. თუმცა, მთავარი ისაა, რომ რეალურად, გარემოზე ზრუნვა არც ისე დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ამიერიდან, უკვე იცი, გამოყენებული პლასტმასის ბოთლები სად წაიღო. 

თუ გადაწყვეტ, რომ შემოგვიერთდე და მაგალითად, 10 პლასტმასის ბოთლი ჩააბარო, ამით დედამიწას, სულ ცოტა, 10-ჯერ მაინც ამოასუნთქებ. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ზრუნვა მართლა ცვლის სამყაროს. 

მისამართი: თბილისი, დ. გამრეკელის 2, აქსისის ბიზნეს ცენტრი, მესამე სართული

საკონტაქტო ნომერი: 591 212 712