slide: საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა

საქველმოქმედო ფონდი "მომავლის გზა"

იზრუნე ბავშვებსა და ხანდაზმულებზე
საქართველოში ასი ათასობით ოჯახი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს. ასეთ გარემოში განსაკუთრებით კრიტიკულია ბავშვების მდგომარეობა, რადგან ხშირად მათ არ აქვთ წვდომა განათლებასთან, ინტერნეტთან, განიცდიან საკვებისა და ტანსაცმლის დანაკლისს. 

არადა მნიშვნელოვანია, რომ ახალ თაობას სწორი ღირებულებები გავუზიაროთ, მივცეთ განვითარების შესაძლებლობა და ისეთი გარემო, სადაც სიყვარულსა და სითბოს იგრძნობენ. საქველმოქმედო ფონდი ‘’მომავლის გზა’’ სწორედ ამ მისიით შეიქმნა და უკვე 20 წელია, აქტიურად მუშაობს სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, შესაბამისი პირობების შესაქმნელად.

ფონდის დახმარებით გაშვილების რისკის ქვეშ მყოფი 45 ბავშვი უზრუნველყოფილია საცხოვრებლითა და საკვებით. ,,მომავლის გზის’’ დღის ცენტრში ისინი იღებენ განათლებას, სწავლობენ ხელსაქმეს და ჩართული არიან სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში.
დღის ცენტრში შექმნილია ოჯახური გარემო, სადაც თითოეული ბავშვი თავს დაცულად გრძნობს. ამის გარდა, ფონდში რეგისტრირებულია 35 მრავალშვილიანი ოჯახი და 19 მარტოხელა მოხუცი, რომელიც ყოველთვიურად ფონდისგან დახმარებას იღებს. 

,,მომავლის გზა’’  ცოტახნის წინ ახალ გამოწვევას შეეჭიდა. მათი ინიციატივით, დასავლეთ საქართველოში იქმნება თავშესაფარი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მარტოხელა მოხუცებისთვის. წარმოიდგინე დიდი სახლი აბაშაში, ულამაზესი ეზოთი, რომელიც სავსეა ბავშვებითა და მოხუცებით, ზოგი ბაღში ირთობს თავს მიწასთან მუშაობით, ზოგი ლიტერატურით, სპორტით არტთერაპიით ან ხელსაქმითაა დაკავებული.

ასეთი სივრცის ოჯახური იდილია მარტივი წარმოსადგენია, თუმცა სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო მისი მშენებლობა შეჩერებულია. ფონდი საჭიროებს როგორც ფინანსურ ხელშეწყობას, ასევე სამშენებლო მასალას, რომელიც კეთილშობილ ინიციატივას რეალობად აქცევს. 
იზრუნე, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით დიდი და დიადი მიზნები განვახორციელოთ.

საქართველოს ბანკი: GE45BG0000000498482612
თიბისი ბანკი: GE88TB7020536080100007