ზრუნვა ის ღირებულებაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან გვაკავშირებს. ის გვახსენებს, რომ საზოგადოების განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიური წინსვლით არ იზომება, არამედ საერთო პასუხისმგებლობითა და თანადგომით იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ცხოვრება დამატებით სირთულეებს უქმნის.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად უწევთ ცხოვრება ისეთ გარემოში, სადაც მათი საჭიროებები არ არის გათვალისწინებული. სწორედ მათ მხარდასაჭერად შეიქმნა 2001 წელს ორგანიზაცია ,,აისი’’ შშმ ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების ერთიანი ძალისხმევით.
ორგანიზაციის მთავარი მისიაა ინკლუზიური გარემოს შექმნა, სოციალური ზრუნვის სისტემის განვითარება და ინტეგრირებული მომსახურების დანერგვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. აქ ზრუნვა არის უწყვეტი, პროფესიული და ადამიანების საჭიროებებზე მორგებული პროცესი. სწორედ ამიტომ, ,,აისის’’ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი არის ‘’ზრუნვის სახლი’’ - სივრცე, რომელიც ხანდაზმული შშმ პირებისთვის ღირსეულ, უსაფრთხო და ადატირებულ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
‘’ზრუნვის სახლი’’ იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ხანდაზმული შშმ პირების ფიზიკური და ემოციური საჭიროებები. განსაკუთრებით კი მათი, ვისაც ოჯახური მხარდაჭერა აღარ აქვს. დღეს საქართველოში ასეთი სივრცეები ფაქტობრივად არ არსებობს, რის გამოც ბევრი ადამიანი რჩება მარტო, შესაბამისი პირობებისა და მოვლის გარეშე.
შენი მხარდაჭერითა და სოციალური პასუხისმგებლობით ‘’ზრუნვის სახლი’’ შეიძლება იქცეს ადგილად, სადაც შშმ პირებს ღირსეული სიბერე აქვთ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობები განაჩენი არ არის. მისი მშენებლობა მხოლოდ საზოგადოების ჩართულობითა და საერთო ძალისხმევითა არის შესაძლებელი.
მეტი, ვიდრე ქველმოქმედება.
ეს არის სამართლიანობა.
„აისის“ მხარდაჭერის ფონდი:
GE96TB7220636020100014
GE56BGOO00000611399435