slide: წითელი ჯვარი

წითელი ჯვარი

იზრუნე სოციალურად დაუცველ ადამიანებზე
მაშინ, როცა ადამიანები საზოგადოების წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობას იაზრებენ, სასიკეთო ცვლილებების მიღწევა შესაძლებელი ხდება. 1918 წელს, ეს ერთდროულად, ბევრმა ადამიანმა გააცნობიერა. სწორედ მაშინ მიაღწია ქვეყანამ დამოუკიდებლობას, დაარსდა პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამავე წელს, შეიქმნა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება” — ორგანიზაცია, რომელსაც შენი ჩართულობა დღესაც ძალიან სჭირდება. 
 
„წითელი ჯვრის” საზოგადოება ჰუმანიტარული, ნებაყოფლობითი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში ადამიანებს საგანგებო სიტუაციებით და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში ეხმარება. 
 
შენი დახმარებაც ნებაყოფლობითია და ამიტომაა ასეთი ძვირფასი — თუ დონაციას გადაწყვეტ, გვეცოდინება, რომ გულით მოისურვე და იზრუნე, რომ ეს ახალი წელი ყველასთვის ჯადოსნური იყოს.