ამ ვებგვერდზე, ალბათ, იმან მოგიყვანა, რომ გინდა ვინმეზე ან რაიმეზე, მაგალითად — ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე იზრუნო. თუ ასეა, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს — შეგიძლია უნიკალური, გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშების გადარჩენაში საკუთარი წვლილი ახლავე შეიტანო.
სწორედ ამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება „ვივაინი“ — პირველი ქართული მევენახეობის პლატფორმა, რომელიც უძველესი უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების აღდგენაზე ზრუნავს. კამპანია „მოდი, აღვადგინოთ“ წელს დაიწყო და შედეგად, ვაზის 2000-ზე მეტი უნიკალური სახეობა უკვე აღდგენილია.
თუ ამ საქმეში ჩართვა და შენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლება გინდა, ესტუმრე www.vvine.ge-ს, აირჩიე სასურველი რეგიონი, შეიძინე ღვინო და შენს სახელზე, გადაშენების პირას მყოფი ვაზის სახეობა დაირგვება. მეტიც, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია თავად ჩაერთო შენ მიერ აღდგენილი ვაზის ჯიშების ჩარგვაში.
ესეც კიდევ ერთი მაგალითი, რომ ზრუნვა მართლაც ცვლის სამყაროს.