slide: Adamiani • ადამიანი

Adamiani • ადამიანი

იზრუნე გარემოსა და მიუსაფარ ცხოველებზე
ზოგიერთი კომპანია უბრალოდ აწარმოებს პროდუქტს, ზოგი კი იმაზეც ფიქრობს, როგორ შექმნას მეტი ღირებულება თავისი საქმიანობით. დღეს ნარჩენების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა. ყოველდღიურად ნაგავსაყრელებზე ხვდება ტონობით მასალა, რაც არა მხოლოდ გარემოს აბინძურებს, არამედ ხელიდან გვაცლის იმ რესურსს, რომელსაც ახალი სიცოცხლის მიღება შეეძლო. 


ბრენდი "ადამიანის’’ საქმიანობა სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს. მათ სჯერათ, რომ კომპანიების მიერ გამოყენებული, უსარგებლო სარეკლამო ბანერებისგან შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა ნივთი ყოველდღიური გამოყენებისთვის. ისინი აწარმოებენ ჩანთებსა და აქსესუარებს, შედეგად კი იღებენ ნაკლებ ნარჩენს და მეტ ახალ ღირებულებას სამყაროში.  


მეორე მხრივ, ქვეყანაში დღემდე გადაუჭრელია მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში საკვების, თავშესაფრისა და სამედიცინო დახმარების გარეშე რჩებიან.  Mashoforfriends მათი მეორე პროექტია, რომელიც ახალ ღირებულებას ცხოველების საკვების ცარიელი ტომრების  გადამუშავებით ქმნის. ის, რაც აქამდე ტონობით იყრებოდა ნაგავსაყრელზე, იდეის ავტორების ხელში პრაქტიკულ ნივთებად იქცევა, მათი გაყიდვიდან მიღებული თანხის 30% კი მიუსაფარი ცხოველების მკურნალობასა და კვებას ხმარდება. 

ეს უბრალოდ ინიციატივა არ არის – ეს რეალობაა, რომელიც ყოველდღე ახალ ფორმას იღებს და იმედგაცრუებებისა თუ სირთულეების მიუხედავად მაინც წინ მიიწევს. ბრენდი ,,ადამიანის’’ შემოქმედებს ამ გზაზე სხვადასხვა კომპანია უერთდებათ. ნელ-ნელა ყველა რწმუნდება, რომ გამოყენებული ბილბორდებიდან დამზადებული ნივთები სამყაროს ახალი და სასარგებლო ფორმით უბრუნდება.

ამ პროცესში შენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ცვლილებები ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. იზრუნე, რომ უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ და ნარჩენები ახალ შესაძლებლობად გარდავქმნათ. 


GE67TB7200036060100001
GE91BG0000000498567629
შპს ადამიანი