slide: Animal Project

Animal Project


პერსონალური ინფორმაცია

შენ შეგიძლია დაეხმარო მათ, ვინც ქუჩაში უანგაროდ გეგებება თბილად და შენგანაც მხოლოდ იმავეს ელის. მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს ჩვენი მზრუნველობა ყოველთვის სჭირდებათ, მაგრამ ახლა, როცა ზამთარი დადგა, დახმარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
 
პროექტი "Animal Project" მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას, მათი უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ახორციელებს მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების ღონისძიებებს, ამარაგებს ოთხფეხა მეგობრებს საჭირო მედიკამენტებით, ქმნის მოხალისეთა ჯგუფებს და მათი ჩართულობით, მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაციას, კასტრაციასა და აცრას უკეთებს. 
 
თუ გინდა, რომ ახალ წელს ყველა ცოცხალი არსება ბედნიერი იყოს, გადარიცხე მცირედი თანხა — იზრუნე მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობაზე და აქციე მათი ცხოვრება უკეთესად.