slide: ასოციაცია ანიკა

ასოციაცია "ანიკა"


პერსონალური ინფორმაცია

ადამიანების შესაძლებლობები განსხვავებულია, თუმცა უფლებები- თანაბარი. ყველა ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებაზე, ჩვენგან აღფრთოვანებასა და მხარდაჭერას იმსახურებს. 

ასოციაცია ,,ანიკა’’ 1997 წელს დაარსდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლების მიერ. დაარსების დღიდან ორგანიზაციამ შშმ პირთა უფლებების დამცველი და შესაძლებლობების რეალიზების ხელშემწყობი მრავალი პროექტი განახორციელა. 

მათი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის თანაბარი პირობების შექმნა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა. კეთილშობილური და უანგარო მიზნების განხორციელებისთვის ასოციაციის წევრებს საზოგადოების თანადგომა სჭირდებათ. 

ორგანიზაცია ,,ანიკასთან’’ ერთად შენ შეგიძლია წვლილი შეიტანო ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები დაცულია, ხოლო შესაძლებლობები - რეალიზებული.

იზრუნე, რომ შშმ პირები ღირსეულ გარემოში ცხოვრობდნენ.