slide: ბედიანის სათავგადასავლო ბანაკი

ბედიანის სათავგადასავლო ბანაკი

იზრუნე ბავშვებზე
ბავშვობის ოცნებებს ყოველთვის სჭირდება გარემო, რომელშიც ის განვითარდება და რეალურ თავგადასავლებად იქცევა. ‘’ბედიანის სათავგადასავლო ბანაკის’’ დამფუძნებელმა - ლაზარე კომახიძემ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ლაზარეს სპორტის ნიჭი, კონკრეტულად კი მეკლდეურობის ინტერესი თავიდანვე ჰქონდა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა, მაგრამ გარემო-პირობებმა და ბავშვთა სახლში ცხოვრებამ მის ოცნებებს ხელი ვერ შეუწყო, ვერ განავითარა. 
 
განუხორციელებლმა ოცნებამ დროთა განმავლობაში ახალი მნიშვნელობა შეიძინა და დღეს მისი მთავარი მიზანია, სხვებისთის შექმნას ის სივრცე, რომელიც თვითონ არასდროს ჰქონია; ადგილი, სადაც ბავშვებსა და ახალგაზრდებს ექნებათ საკუთარი ნიჭის აღმოჩენის, ოცნებების განხორციელებისა და ჯანსაღი თავგადასავლების შექმნის შესაძლებლობა. 
 
,,ბედიანის სათავგადასავლო ბანაკი’’ სწორედ ასეთ სივრცეს წარმოადგენს. აქ ბავშვები და ახალგაზრდები ცოცვას, ლაშქრობას, ჯომარდობას, ველოსპორტსა და სხვა სპორტულ აქტივობებს დაეუფლებიან, შეიძენენ მეგობრებს,  დააგროვებენ მოგონებებს, იპოვიან ახალ ინტერესებს და ვერაფერი შეაჩერებთ მათ განსავითარებლად.
 
  ბანაკი ხელს უწყობს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების სპორტულ განვითარებასა და დასაქმებას. ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბში უკვე 50-ზე მეტი ბავშვი სრულიად უსასყიდლოდ ეუფლება სპორტის ამ სახეობას. ბანაკი ასევე ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, სადაც მოზარდები საკუთარ თავს გამოცდიან ისეთ როლებში, როგორიცაა გიდი, ინსტრუქტორი, ბანაკის ლიდერი თუ მზარეული. გარდა ბავშვების ჩართულობისა, ბანაკი ასევე უმასპინძლებს ტურისტებს - კოტეჯების გაქირავებით მიღებული შემოსავალი კი ისევ ახალგაზრდების განვითარებას მოხმარდება. 
 
 
 
ბანაკის მოწყობის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია: აშენებულია საცოცი კედელი, მიყვანილია წყალი და ელექტროენერგია და იწყება ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამ სივრცეში უნდა აშენდეს კოტეჯები, ზიპლაინი, ბიო ბოსტანი, საცურაო აუზი. 

 ,,ბედიანის სათავგადასავლო ბანაკი’’ საზოგადოების მხარდაჭერის მოლოდინშია. სიკეთის ინიციატივას შეგიძლია სხვადასხვა ფორმით შემოუერთდე: ფინანსური მხარდაჭერით, მოხალისეობრივი ჩართულობით ან სარგებლის მომტანი ინვესტიციით - მაგალითად, კოტეჯის მშენებლობაში მონაწილეობისთვის 30% -იანი წილი კოტეჯის შემოსავლიდან. 
 
იზრუნე, რომ ბავშვების ოცნებები რეალურ თავგადასავლებად იქცეს ,,ბედიანის სათავგადასავლო ბანაკში’’. 


 GE05TB7944836080100003 
 ააიპ გზა მშვიდობისკენ