slide: ბერი ანდრიას ფონდი

ბერი ანდრიას ფონდი


პერსონალური ინფორმაცია

იყავი კეთილი ყოველთვის, როცა შეგიძლია. ეს კი, ყოველთვის შეგიძლია. ამ ფრაზის შესანიშნავი მაგალითი „ბერი ანდრიას სახელობის ფონდია”, რომელიც ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობასა და რეაბილიტაციაში უანგაროდ ეხმარება. 
 
10 წლის განმავლობაში, ფონდმა 573-ზე მეტ ბავშვზე იზრუნა. ამჟამად, ორგანიზაცია სიმსივნით დაავადებული არასრულწლოვნებისთვის, კავკასიაში პირველ სარეაბილიტაციო სივრცეს — „ბედნიერ სახლს“ აშენებს, სადაც ბავშვებს, ოჯახებთან ერთად, საშუალება ექნებათ რეაბილიტაციის სრული კურსი გაიარონ. 
აშენების შემდეგ, ამ სივრცეში ბევრი რამ შეიცვლება. სახლში ბევრი ბავშვი შევა და ბედნიერი გამოვა. იმ შეგრძნებას კი, რომ თუნდაც, ერთი ბავშვის გადარჩენაში წვლილი შეიტანე, ვერაფერი შეცვლის.