slide: ჩართე

ჩართე

ჩაურთე ინტერნეტი სოციალურად დაუცველ მოსწავლეს და იზრუნე განათლებაზე
წარმოიდგინე, ინტერნეტი რომ არ გქონოდა. რამდენ ფილმს ვერ ნახავდი, რამდენ საგანმანათლებლო კურსს ვერ გაივლიდი, მსოფლიოში მიმდინარე რამდენი მოვლენა გამოგეპარებოდა, ან რამდენ მეგობარს ვერ დაელაპარაკებოდი ხშირად. 
 
დღეს კი, საქართველოში 78,000 მოსწავლეს ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვს. მათი 95% ინტერნეტის დაფარვის ზონაში ცხოვრობს, მაგრამ ხელმოკლეობის გამო, ინტერნეტის საფასურის გადახდას ვერ ახერხებს. 
 
სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავს „ჩართე" — საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევს, დაუფინანსო ინტერნეტი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. „ჩართეს" ბენეფიციარებს, ინტერნეტის გარდა, ლეპტოპებსა და ონლაინ საგანმანათლებლო კურსებზეც აქვთ წვდომა. 
                                        
დღეს ინტერნეტი მოსწავლეებისთვის ცოდნის მიღებისა თუ სრულყოფილი ცხოვრების უმთავრესი და ხშირად, ერთადერთი წყაროა. ახალგაზრდები ინტერნეტით სწავლობენ უცხო ენებს, უყურებენ ფილმებს, თვალს ადევნებენ მსოფლიო სიახლეებს, იჩენენ მეგობრებს და მუშაობენ დისტანციურად. 
თუ გინდა, რომ უკეთესი ცოდნის მიღების შესაძლებლობა ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს, ჩაურთე ინტერნეტი სოციალურად დაუცველ მოსწავლეს და იზრუნე განათლებაზე.