slide: ჩიკატაი

ჩიკატაი

გახდი „ჩიკატაის” მომხმარებელი და იზრუნე პასუხისმგებლიან ბიზნესზე
თითოეული მომხმარებლისთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა, როცა ბიზნესი მის ღირებულებებს იზიარებს და კომერციულ საქმიანობასთან ერთად, დროსა თუ ენერგიას საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ზრუნვასაც უთმობს.  

სწორედ ასეთი ბრენდია „ჩიკატაი”. ქართული სტარტაპი ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და თავი პირველი, ქართულ ენაზე აჟღერებული სათამაშოთი და ყველასთვის საყვარელი მელოდიით — არც მეტი, არც ნაკლები, გია ყანჩელის ჰანგებით დაგვამახსოვრა. 

მას შემდეგ, კომპანიამ მდგრად განვითარებაზე ზრუნვა და წინასამომხმარებლო ნარჩენებით ახალი საბავშვო დეკორისა თუ სათამაშოების დამზადება წამოიწყო. ამჟამად, ჩიკატაი ახალ პროექტს — „სათამაშოების ჰოსპისს“ ახორციელებს, რომელიც მეორადი, დაზიანებული სათამაშოების აღდგენას ისახავს მიზნად.

თუ ბავშვები, გია ყანჩელი და დედამიწა გიყვარს, მაშინ ეს ბრენდი ძალიან მოგეწონება. შეგიძლია გახდე „ჩიკატაის” მომხმარებელი და შენც იზრუნო ბიზნესზე, რომელიც ზრუნავს.

თუ ბავშვები, გია ყანჩელი და დედამიწა გიყვარს, მაშინ ეს ბრენდი ძალიან მოგეწონება.

თუ ბავშვები, გია ყანჩელი და დედამიწა გიყვარს, მაშინ ეს ბრენდი ძალიან მოგეწონება.

შეგიძლია გახდე „ჩიკატაის” მომხმარებელი და შენც იზრუნო ბიზნესზე, რომელიც ზრუნავს