slide: დავიცვათ საქართველოს სისუფთავე

დავიცვათ საქართველოს სისუფთავე

შეიტანე წვლილი ეკოსკოლების განვითარებაში - იზრუნე გარემოზე
წარმოიდგინე სამყარო, სადაც ჰაერი და წყალი სუფთაა, ტყეები კი - სიცოცხლით სავსე. რა მოხდება, თუ გეტყვი, რომ ასეთი სამყაროს მხოლოდ წარმოდგენა კი არა - მის შექმნაში წვლილის შეტანაც შეგიძლია. 
 
 
„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გარემოზე მზრუნველი ორგანიზაციაა, რომელშიც გაერთიანდნენ  თემის სპეციალისტები, მეცნიერები და მოხალისეები, რათა ყოველდღიურად იზრუნონ გარემოს სისუფთავეზე. სწორედ ეს ადამიანები ცდილობენ გარემოსდაცვითი ცოდნა სასარგებლო ქმედებებად აქციონ და თანამოაზრეთა წრე მუდმივად გააფართოონ. 
 
 
ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამაა. შვედეთის მთავრობისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) მხარდაჭერით, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ეკოსკოლების პროექტს ჩვენს ქვეყანაში ნერგავს, რომლის წარმატება ბევრ ეკომეგობრულ მოსწავლეს ნიშნავს. 
 
 
ერთობლივი მუშაობით და  ცოდნის, გამოცდილების გაზიარებით,  ბიომრავალფეროვნების დაცვა, რესურსების დაზოგვა, ნარჩენების მართვა, წრიული ეკონომიკის განვითარება და კლიმატის ცვლილების შერბილება ჩვენი, თითოეული მოქალაქის საზრუნავი გახდება. 
 
 
ასე რომ, შემოგვიერთდი და ჩვენთან ერთად იზრუნე უკეთესი გარემოს შესაქმნელად - ერთად დავიცვათ საქართველოს სისუფთავე.