ყველა ორგანიზაცია, რომელიც ადამიანების უანგარო დახმარებითაა დაკავებული, აღფრთოვანებას იმსახურებს.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ ყველა იმ ადამიანზე, ვინც საზოგადოების წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს და საქველმოქმედო ორგანიზაციებს მიზნების მიღწევაში ეხმარება.
„დედების ფონდი” სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა — მათთვის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ფინანსებით იმკურნალოს. ამავდროულად, ორგანიზაცია საკვებით, მედიკამენტებით თუ ტანსაცმლით ამარაგებს სოციალურად დაუცველ და რთულ ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.
თუმცა, ამის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა მზრუნველი თანამოაზრეების გარეშე. თუ გინდა მათ რიცხვს შეუერთდე და ამ ახალ წელს ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო, დაეხმარე ფონდს — იზრუნე, რომ ეს წელი იყოს ჯადოსნური ყველასთვის, ვისაც დახმარება სჭირდება.