ოდესმე გიფიქრია, რომ შენს მცირედ ქმედებებსაც კი შეუძლია, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს? გარემოზე ზრუნვა ხომ ჩვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა. თუკი ჯანსაღი მომავლის იდეას ემხრობი, დიღმის ჭალების პროექტი აუცილებლად დაგაინტერესებს.
დიღმის ჭალები ერთადერთი შემორჩენილი ჭალების ტყეა თბილისში, რომლის აღდგენისთვის საზოგადოების ჩართულობაა საჭირო. სწორედ ამიტომ, შეიქმნა პროექტი „დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმი ღია ცის ქვეშ”, რომლის მიზანია, ეს ადგილი იქცეს მნიშვნელოვან შემეცნებით სივრცედ.
პროექტის ფარგლებში ერთიანდებიან უანგარო მოხალისეები. სწორედ ისინი ცდილობენ, პატარა ლოკალური ქმედებებით თავიანთი წვლილი შეიტანონ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებაში. მუზეუმში ასევე იმართება შეხვედრები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, დისკუსიები, მოწვეული სტუმრების ლექციები, საველე სამუშაოები, ფრინველებზე დაკვირვება, კინოჩვენებები და დასუფთავების დღეები.
თუ ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნითა და მომავალზე ზრუნვით დაინტერესდი - დიღმის ჭალების საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერა დაგეგმილ ღონისძიებებსა და კამპანიებში ჩართვით, მონაწილეობით ან დონაციით შეგიძლია.