slide: დიმიტრი ცინცაძის ფონდი

დიმიტრი ცინცაძის ფონდი


პერსონალური ინფორმაცია

სხვისი ცხოვრების შესაცვლელად გმირობა სულაც არაა საჭირო — საკმარისია, უბრალოდ ზრუნავდე. 
 
რაკი ამ პლატფორმაზე მოხვდი, ალბათ, შენც ზრუნვის დაუძლეველი სურვილი გაქვს. და რაკი კონკრეტულად, ამ სექციაში შემოიხედე, ესე იგი, ბავშვების ბედი ძალიან გაღელვებს. 
 
„დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“ ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვისთვის შეიქმნა. ორგანიზაცია, ამ დრომდე, უკვე 600-მდე ბავშვს, ჯამურად, 3 მილიონამდე ლარით დაეხმარა. ეს თანხა კი, სწორედ შენი მსგავსი, კეთილი და მზრუნველი ადამიანების მონაწილეობით შეგროვდა. 
 
თუ გინდა, ბავშვების სიცოცხლეზე იზრუნო და მათ გადარჩენაში შენი წვლილი შეიტანო, გადარიცხე თუნდაც, მცირედი თანხა „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში“.