slide: გოგონათა საფეხბურთო კლუბი კვარტალიFC

გოგონათა საფეხბურთო კლუბი "კვარტალიFC"


პერსონალური ინფორმაცია

თანამედროვე სამყაროში თანაბარი შესაძლებლობები და სტერეოტიპები ისევ გამოწვევად რჩება. დღემდე არსებობს მამაკაცების მიერ დომინირებული სფეროები, სადაც ქალებს წარმატებისთვის გარკვეული ბარიერების გადალახვა უწევთ. ქალთა ფეხბურთიც ამის ნათელი მაგალითია. აქ ქალები თამაშით ამტკიცებენ, რომ მათი ადგილი მოედანზეა. ახლა სწორედ იმ კლუბს გაგაცნობთ, რომელიც 2016 წლიდან ორიენტირებულია ქალთა გაძლიერებასა და ფეხბურთით მათ დაინტერესებაზე. 

კვარტალი არის ქალთა საფეხბურთო კლუბი, რომლის მთავარი მიზანი ქალი სპორტსმენების ახალი თაობის შთაგონება, ასევე, საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის წახალისებაა. მეგობრების სასიკეთო ინიციატივას წლების განმავლობაში საინტერესო განვითარება მოჰყვა. კლუბს 2019 წლიდან ქალთა გუნდი დაემატა, 2020 წელს ქალთა მასტერ ლიგაში ჩაერთნენ, 2021 წელს საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ და საფეხბურთო სკოლა-აკადემიაც შექმნეს, კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი გოგონა კი დღეს საქართველოს ქალთა ნაკრებში ასპარეზობს.

თუმცა ეს მიღწევები საკმარისი არ არის. იმისათვის, რომ კლუბი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა ფინანსური რესურსი და იმ ადამიანების თანადგომა, რომლებსაც სჯერათ უსაზღვრო შესაძლებლობების და სურთ ქალთა ფეხბურთის განვითარება. მასშტაბური ცვლილებები ხომ სწორედ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. 

იზრუნე თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.