slide: იმედის სახლი

იმედის სახლი


პერსონალური ინფორმაცია


ადამიანები დღევანდელ დღემდე ერთმანეთზე ზრუნვით მოვედით.

ალბათ შენც გრძნობდი ცხოვრების ყოველ ეტაპზე სხვების მხარდაჭერას: ხან ოჯახის წევრების, ხან მასწავლებლების, მეგობრების, კოლეგების. ისინი ზრუნავდნენ შენს გონებრივ, ფიზიკურ თუ სულიერ განვითარებაზე.

მაგრამ ზრუნვა ხომ ისეთ ადამიანებსაც სჭირდებათ, რომლებსაც არც კი ვიცნობთ? მათ, ვისაც ოჯახი აღარ ჰყავს, მოხუცდა და ნუგეშს უცხო გარემოში ეძებს... მოხუცთა თავშესაფარი ‘’იმედის სახლი’’ სწორედ ასეთ ხანდაზმულებს აერთიანებს. ის 2014 წლიდან მასპინძლობს უსახლკარო მოხუცებს და მათ სხვადასხვა საჭიროებით უზრუნველყოფს.

დღეს ‘’იმედის სახლში’’ 29 ბენეფიციარი ცხოვრობს. შეიძლება ნებისმიერი ფინანსური დახმარება მოხუცების ყოველდღიურობას წყვეტდეს - იმას, თუ რითი იკვებებიან, ისარგებლებენ თუ არა სამედიცინო დახმარებით, შეძლებენ თუ არა მშვიდ არსებობას.

შენ შეიძლება ვერ შეცვალო მთელი სამყარო, მაგრამ ზრუნვით მინიმუმ ერთი ადამიანის ცხოვრებას ცვლი უკეთესობისკენ. იზრუნე მოხუცების საჭიროებებზე.