slide: ინტეგრირებული თეატრი აზდაკის ბაღი

ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი"

იზრუნე ინკლუზიური გარემოს შექმნაზე
თეატრის სცენა ემოციების, იდეებისა და თვითგამოხატვის სივრცეა. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები საკუთარ თავს პოულობენ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა სცენის გაზიარების საშუალება ყველას არ ეძლევა?

„აზდაკის ბაღი“ საქართველოში პირველი ინტეგრირებული დასია, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ახალი სამყაროს აღმოჩენაში ეხმარება.

ინტეგრირებული თეატრი დასის წევრებისთვის მხოლოდ თეატრი არ არის – ეს არის სივრცე, სადაც ისინი თვითგამოხატვის, საკუთარი უნარების რწმენისა და არაფორმალური განათლების მიღების გზას პოულობენ. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს საქართველოში ნაკლებად აქვთ იმის შესაძლებლობა, გარეთ გავიდნენ, აქტივობებში ჩაერთონ, მონაწილეობა მიიღონ სოციალურ თუ კულტურულ ღონისძიებებში.

სწორედ ამიტომ, ბაჩო გაბრუაშვილის ინიციატივით შექმნილი თეატრი ამ ზღვარს შლის და ახალი შესაძლებლობების კარს უღებს იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებასთან სრულყოფილად დაკავშირებას ვერ ახერხებენ.  რადგან თეატრი მხოლოდ სცენა არ არის, ის არის ხიდი – ერთმანეთის გასაგებად და დასაკავშირებლად.

თეგეტა ჰოლდინგი „აზდაკის ბაღის“ მხარდამჭერია და დასს რეგიონებში გადაადგილებაში ეხმარება, რათა სპექტაკლები რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. შენც შეგიძლია, ამ გზის ნაწილი გახდე. შენი მხარდაჭერით ხელს შეუწყობ თეატრის დასს, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცეს შანსი, სცენაზე თავისი უნარები გამოავლინოს.

იზრუნე ,,აზდაკის ბაღის’’ განვითარებაზე, ზრუნვით ჩვენ ვაშენებთ უფრო ინკლუზიურ, მგრძნობიარე და თანასწორ საზოგადოებას.

TBC: GE15TB7529836080100009
"ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის"