ზოგჯერ ადამიანის ცხოვრების შეცვლისათვის მხოლოდ მასზე ზრუნვაა საჭირო. დღეს ჩვენი ზრუნვა ყველაზე მეტად იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებიც თბილ კერასთან და ბედნიერ ბავშვობასთან ასოცირდებიან და ერთ დროს თავად ზრუნავდნენ ჩვენზე.
კარიტასის საქველმოქმედო ფონდის იდეოლოგიას ხანდაზმულთა ცენტრი - „ჰარმონია“ იზიარებს, რომელიც ყოველდღიურად 23 ადამიანს ემსახურება - არამხოლოდ მათ ჯანმრთელობას და ცხოვრების ხარისხს უზრუნველჰყოფს, არამედ ეხმარება სოციალიზაციასა და თვითგამოხატვაში.
„ჰარმონიამ“ შექმნა სახლი, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა ხანდაზმულთა ჩვეული რუტინაა და ყოველთვის არის განცდა იმისა, რომ მოგისმენენ, დაგელოდებიან და მხარს დაგიჭერენ.
თანაგრძნობისა და ზრუნვის გამოხატვით ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ მიზნისა და შესრულების გრძნობა, რომელიც სცილდება ჩვენს პირად ინტერესებს.
გაუღვივე ხანდაზმულებს მომავალი დღის იმედი. მათ ყველაზე მეტად ეს სჭირდებათ.