ბავშვის განვითარებისთვის ოჯახური კეთილდღეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის დანაკლისსაც საქართველოში არაერთი მცირეწლოვანი განიცდის.
ბავშვთა დღის ცენტრი „მზესუმზირები” სწორედ ის ადგილია, სადაც ოჯახურ სითბოს უკლებლივ ყველა ბავშვი იღებს.
“მზესუმზირები” კარიტასის დიდუბის ცენტრში მდებარეობს და სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახების გაძლიერებას, მათ ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობას და ინსტიტუციებში განთავსების პრევენციას ისახავს მიზნად. 2022 წლის განმავლობაში ცენტრმა 6-დან 18 წლამდე 186 სოციალურად დაუცველ ბავშვზე იზრუნა.
საქართველოს კარიტასის ბავშვთა და ახალგაზრდული პროგრამა დღესაც აქტიურად ზრუნავს სოციალურად დაუცველ ბავშვებზე. ორგანიზაცია ეხმარება ბავშვებს მიიღონ უკეთესი განათლება, აღმოაჩინონ ახალი ინტერესები და იპოვონ მეგობრები. ყველა ბავშვი უზრუნველყოფილია უსაფრთხო და მეგობრული გარემოთი, სადაც თითოეული პედაგოგი და აღმზრდელი ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე.
შენ მიერ გადმორიცხული მცირედი თანხაც კი არის ძალა, რომელსაც სოციალურად დაუცველი ბავშვების სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია