slide: კათარზისი

კათარზისი


პერსონალური ინფორმაცია

ამბობენ, რომ როცა ადამიანი მოხუცდება, ის სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება ბავშვს. თუ ასეა, ალბათ, მაშინ მოხუცებს ახალი წელიც ბავშვებივით უნდა უხაროდეთ. მათთვის ჯადოსნური ახალი წლის შექმნა კი, თითოეულ ჩვენგანს — მათზე ზრუნვით შეუძლია. 

„კათარზისის” შესახებ ყველას გვსმენია. სოციალური დახმარების ეს კომპლექსური ცენტრი პოსტსაბჭოთა საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ღრმა კრიზისის დროს სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს ეხმარებოდა. დღეს ცენტრი აერთიანებს უფასო სასადილოს, პირველადი სამედიცინო დახმარების კაბინეტს, ბიბლიოთეკას, უბინაოდ დარჩენილი მოხუცებულების თავშესაფარს და ამავდროულად, ხანდაზმულებს საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს.
ცენტრის მთავარი ფასეულობაა — იზრუნოს ხანდაზმულების  სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე, შეუნარჩუნოს მათ დამოუკიდებლობა და არჩევანის თავისუფლება. ეს ის პრინციპებია, რომლებიც „კათარზისს” ამოძრავებს. თუ ამ ღირებულებებს შენც იზიარებ, შემოგვიერთდი. შენ მიერ გადარიცხული რამდენიმე ლარიც კი, მინიმუმ, ერთ მოხუცს დღეს გაუხალისებს. 

იზრუნე, რომ ეს წელი სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის ჯადოსნური იყოს.

 
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000299506400