სიკეთესაც ორი მხარე რომ აქვს, დაფიქრებულხარ? მაგალითად, წიგნი კარგი რამაა, მაგრამ მის დასამზადებლად, ხშირად, ხეების მოჭრა გვიწევს. თუმცა, ამისთვის სხვა, უკეთესი გზაც არსებობს. წიგნის წარმოება არა ხეების მოჭრით, არამედ — მეორეული ქაღალდის გამოყენებითაც შეგვიძლია.
„პალიტრა მედიის” პროექტი „მაკულიტერატურა” სწორედ ამას ემსახურება — ხეების გადარჩენაზე ზრუნავს და თანამოაზრეების მონაწილეობით, წიგნების გამოსაცემად, მეორეულ ქაღალდს აგროვებს.
პროექტის ფარგლებში, ქაღალდები, ჟურნალ-გაზეთები და წიგნები, რომლებიც აღარავის სჭირდება, სახლებსა და ბიბლიოთეკებში გროვდება, მეორეულ ქაღალდებად გადამუშავდება და ისევ საწიგნე ქაღალდად გამოიყენება.
ამ კეთილი საქმისთვის თანხის გაღებაც არაა საჭირო. უბრალოდ, მიმოიხედე გარშემო, თუნდაც, შენს სახლში, უსარგებლო ქაღალდებს თავი მოუყარე და იზრუნე გარემოზე.
მაკულატურის ჩასაბარებელი მისამართი: მის: წერეთლის გამზირი 116 დიდუბე პლაზის ეზო; მობ: 599 888 226;