დიდ გამარჯვებამდე გზა ყოველდღიურ ვარჯიშზე, შეუპოვრობასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენაზე გადის. გვანცა ზადიშვილი პარამოფარიკავეა, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და საქართველოს სახელი მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირზე გააჟღერა.
2023 წელს პიზაში გამართულ მსოფლიო თასზე გვანცამ, ირმა ხეცურიანთან და ნინა თიბილაშვილთან ერთად, გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა. ამ გამარჯვებას ინდივიდუალურ ასპარეზზე მიღწეული წარმატებებიც მოჰყვა. 2026 წლის ივნისში კი მერსინში გამართულ შეჯიბრებაზე ხმლით ფარიკაობაში კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.
თითოეული მედლის უკან ხანგრძლივი მომზადება, დისციპლინა და არაერთი სირთულის გადალახვა დგას. სპორტული კარიერის გაგრძელება, რეგულარული ვარჯიში და საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის მზადება მუდმივ რესურსსა და მხარდაჭერას მოითხოვს.
საზოგადოების თანადგომა გვანცას დაეხმარება, განაგრძოს განვითარება, მოემზადოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირებისთვის და ახალი მიზნებისთვის იბრძოლოს.
მისი მხარდაჭერა ნიშნავს არა მხოლოდ ახალი გამარჯვებებისკენ მიმავალი გზის ხელშეწყობას, არამედ ისეთი გარემოს შექმნასაც, სადაც პარალიმპიელთა შესაძლებლობები დანახული, დაფასებული და მხარდაჭერილია. გვანცას მაგალითს კი შეუძლია, სხვებსაც გაუძლიეროს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.
იზრუნე ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნაზე — შენ მიერ გაღებული ნებისმიერი თანხა ჩემპიონს სპორტული კარიერის გაგრძელებასა და საქართველოსთვის ახალი გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმარება.
GE15TB7579545063600040