slide: Peteasy

Peteasy


პერსონალური ინფორმაცია

ალბათ ხშირად ხვდები ქუჩაში უსახლკარო ცხოველებს და შენც გიჩნდება სურვილი, დაეხმარო სასიკვდილოდ განწირულ ან დაავადებულ ოთხფეხა მეგობრებს. ხანდახან გვგონია, რომ მცირედი წვლილით მათ მდგომარეობას ვერ გავაუმჯობესებთ. მაგრამ თუ გაიგებ, რომ ამ დიდ საქმეს უკვე სხვები შეეჭიდნენ, არ გაგიჩნდება სურვილი, ერთიანი სიკეთის ნაწილი გახდე?  

Peteasy არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც თითქმის ორი წელია ზრუნავს უსახლკარო ცხოველების გადარჩენაზე, მათ მკურნალობასა და კომფორტული გარემოს შექმნაზე. ამ საქმიანობას კი ერთეული ადამიანებისა და კომპანიების დონაციებით ახორციელებს. ,,არ იყიდო, აიყვანე!’’ - ეს მათი მთავარი მესიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კეთილშობილ მიზნებს - გაუმჯობესდეს ქუჩაში მიტოვებული ცხოველების მდგომარეობა. სწორედ ამ მიზნით დაორგანიზდა კატების გაჩუქების დღე, რის შედეგადაც ფისოებმა ახალი პატრონები იპოვეს და სხვებისთვისაც მოტივაცია გახდა, ყიდვის ნაცვლად ქუჩიდან შეეფარებინათ ცხოველი. 

ახლა, როცა იცი Peteasy-ის შესახებ, უფრო მარტივია, დაეხმარო მიუსაფარ ცხოველებს. იზრუნე ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობაზე და გახდი ორგანიზაციის იდეის გამავრცელებელი.  ,,არ იყიდო, აიყვანე!’’