პასუხისმგებლიანი საზოგადოება სხვადასხვა ნიშნით იცნობა. მაგალითად, თუ ქვეყნის მოსახლეობა ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე და მათ ელემენტარულ სასიცოცხლო პირობებს უქმნის, ის პასუხისმგებლიანი და ჰუმანურია. სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოში სავალალო მდგომარეობაა.
ადამიანებს უანგარო სიყვარულსა და ერთგულებაზე ოთხფეხა მეგობრები გვახსენდება, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, თუ როგორ იბრძვიან ისინი თვითგადარჩენისთვის. მათ შიათ, სწყურიათ, სტკივათ, ხან სიცხეს უმკლავდებიან, ხან სიცივეს და ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ადამიანების ჩართულობითაა შესაძლებელი.
Pet Rescue Georgia არის ცხოველების გადარჩენის ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია, საზოგადოება დააფიქროს მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობაზე, გაუღვივოს მათ ემპათიის გრძნობა და ქმედითი ზრუნვისკენ მოუწოდოს. ორგანიზაციის წევრები ყოველდღიურად საკმაოდ რთულ შემთხვევებს აწყდებიან, ეხმარებიან ცხოველებს და სანაცვლოდ მათგან მადლიერ თვალებსა და სიყვარულს იღებენ.
ისინი ცდილობენ, სიკეთის იდეას ბოლომდე უერთგულონ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანონ მის გარშემო. შენც შეგიძლია, მხარი დაუჭირო ცხოველების გადარჩენის ორგანიზაციას და იზრუნო იმ არსებებზე, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
BOG : GE25BG0000000602712382
TBC : GE86TB7798936080100020
“ააიპ ცხოველთა გადარჩენა საქართველოში”