ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვა საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა. საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვახსენებენ ჩვენი ჩართულობისა და ზრუნვის მნიშვნელობას.
პროექტი ‘’იზრუნე და გაახარე’’ გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვის ინიციატივაა. მისი პირველი ნაბიჯები ბორჯომის დღის ცენტრ ‘’თებესთან’’ ერთად იწყება. პროექტის ავტორი მოხალისე მასწავლებელია და დღის ცენტრის ბენეფიციარ შშმ პირებს გაკვეთილებს უტარებს, მათ მცენარეებზე ზრუნვას, ნერგების მოყვანასა და მებაღეობას ასწავლის, ეხმარება ისეთი უნარების განვითარებაში, რაც მათ ყოველდღიურობას გაუმარტივებს და უფრო მრავალფეროვანს გახდის.
პროექტის ავტორის აზრით, დედამიწაზე ზრუნვა საერთო პასუხისმგებლობაა და ყველას ერთად შეგვიძლია, უკეთესი გარემო შევქმნათ. ის გეგმავს ბიო სასუქის წარმოებას მცენარეებისთვის, საკვები ნარჩენების გადამუშავებას და ახალი ღირებულების შექმნას. ეს ინიციატივა შშმ პირებს შესაძლებლობას აძლევს, გაიუმჯობესონ გარემოზე ზრუნვის უნარები, სამომავლოდ კი გადაინაცვლებს ხანდაზმულთა სახლსა და სხვა დღის ცენტრებშიც, რათა უფრო ფართო აუდიტორია მოიცვას.
თუ გსურს, რომ ამ პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს და მეტი ადამიანი ჩართოს სასიკეთო ცვლილებებში, ხელი შეუწყვე მის განვითარებას. იზრუნე, რომ სამყარო უკეთეს ადგილად ერთიანი ძალისხმევით ვაქციოთ.
ანგარიშის ნომერი : GE61TB7999345061600004