slide: რაგბის კლუბი „სოხუმი“

რაგბის კლუბი „სოხუმი“


პერსონალური ინფორმაცია

„ვითამაშოთ?“ — ეკითხება ერთი ბავშვი მეორეს და მეგობრობაც იწყება. თამაში ბავშვის განვითარებისთვის, სოციალიზაციისთვის და ჯანსაღი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. თუმცა, დღეს ძალიან ბევრ ბავშვს, განსაკუთრებით, რეგიონებში, არ აქვს წვდომა ფიზიკური და გონებრივი განვითარების ელემენტარულ საშუალებებთან. 
 
სწორედ ამ მიზნით შეიქმნა რაგბის კლუბი “სოხუმი”, რომელმაც ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 11-დან 15 წლამდე ვაჟები რაგბის ირგვლივ გააერთიანა. 
 
კლუბის დახმარებით, მოზარდები ჩაერთნენ რაგბის კავშირის საფესტივალო შეხვედრებში, შემეცნებით და სოციალურ აქტივობებში. ეს პროექტი არის შესაძლებლობა დევნილი და არა მხოლოდ დევნილი მოზარდებისთვის, ივარჯიშონ, გაიჩინონ ინტერესის სფერო, ისწავლონ ურთიერთპატივისცემა, დისციპლინა და ეზიარონ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ბავშვებმა ერთმანეთის სახით, ნამდვილი მეგობრები უკვე შეიძინეს. თუმცა, ისეთი მეგობრებიც სჭირდებათ, რომლებიც მხარს ფინანსურადაც დაუჭერენ. 
ემეგობრე და იზრუნე მათზე. შენ მიერ გადმორიცხული მცირედი თანხაც კი, მათ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან სასიკეთო გავლენას მოახდენს.