slide: რინგოვეტი

რინგოვეტი

იზრუნე მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობაზე
ალბათ ერთხელ მაინც გინახავს ქუჩაში დაშავებული ძაღლი ან ფისო, რომლის დახმარების სურვილიც გაგჩენია. ასეთ დროს რთულია, რაიმე მოიმოქმედო და ახლო მდებარე კლინიკა ან აფთიაქი მოიძიო, მაგრამ მალე პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარების ადგილზე გამოძახებას შეძლებ. 

რინგოვეტი შეიქმნა იმისთვის, რომ ქვეყანაში იარსებოს მყისიერმა ვეტერინარულმა სერვისმა. აპლიკაცია ადამიანებს საშუალებას აძლევს, იზრუნონ ოთხფეხა მეგობრებზე და გამოიძახონ ვეტექიმი გეგმიური თუ სასწრაფო საჭიროებებისთვის, თავიდან აირიდონ კლინიკაში ვიზიტი და დაზოგონ დრო. რინგოვეტი ამავდროულად მნიშვნელოვანი საშუალებაა მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად, რადგან გამოძახებისას ვეტექიმები მათ პროფილაქტიკურ აცრებსაც ჩაუტარებენ. ეს კი ქუჩაში გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს გახდის და ცხოველების მდგომარეობას გააუმჯობესებს. 

თუ მიუსაფარ არსებებზე ზრუნვა შენთვისაც მნიშვნელოვანია, რინგოვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებით ალბათ საჭირო სიახლეს გაეცანი. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ზრუნვას სამყაროს შეცვლა შეუძლია და ნებისმიერი დონაციით სასიკეთო ცვლილებების ნაწილი გახდები.

ანგარიშის ნომერი : GE61TB7363436020100003