slide: საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია


პერსონალური ინფორმაცია

ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე განვითარებულ სამყაროში ისტორიის მანძილზე, მაგრამ ადამიანებისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს ჩამოყალიბება დღემდე გამოწვევად რჩება.
 ჩვენ ვამბობთ, რომ ქრომოსომებს არ ვითვლით, მაგრამ დაგვითვლია, რამდენი გამოწვევის წინაშე დგანან დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები და მათი მშობლები? 
 თითქოს ყველა მიღწევას აზრი ეკარგება, თუ ვერ შევქმნით ღირსეულ პირობებს ადამიანების მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამოსავლენად. 

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია ლიდერი მშობლებისა და დაუნის სინდრომის მქონე ზრდასულის მიერ 2017 წლელს დაარსდა. მათი მთავარი მიზანია, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ცხოვრობდნენ ღირსეულ, თანაბარუფლებიან გარემოში, სადაც მათი შესაძლებლობები აღიარებული და რეალიზებული იქნება.

ასოციაციამ ასევე დააფუძნა სოციალური საწარმო ,,ბაბალე’’ და ,,გიგოს ფონდი’’. საერთო ჯამში ფონდისა და ასოციაციის მთელი საქმიანობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრირებას, მათ შემოქმედებით განვითარებას, შესაძლებლობების სრულ გამოვლენას ემსახურება. 

იქიდან გამომდიანრე, რომ ამ გაერთიანებას ქმნიან დაუნის სინდრომის მქონე პირების მშობლები, ისინი ყველაზე უკეთ გრძნობენ საჭიროებებს, მათი უზრუნველყოფისთვის კი ფინანსურ წყაროს ფიზიკური პირებისა და კერძო კომპანიების შემოწირულობებით იღებენ.

ასოციაციის მხარდაჭერა დღეს ნიშნავს მათი ღირებულებების გაზიარებას, პიროვნების ინდივიდუალურობისა და უნიკალურობის პატივისცემას, თანასწორუფლებიანი გარემოს ჩამოყალიბებას. შენც შეგიძლია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალო. მცირე ნაბიჯები საბოლოო ჯამში ფუნდამენტურ ცვლილებებს იწვევს. 

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან. მეგობრები ზრუნავენ. 

იზრუნე დაუნის სინდრომის მქონე პირების საჭიროებებზე.