თითოეული თავგადასავალი შთაბეჭდილებებთან ერთად გამოცდილებას გვიტოვებს, აფართოებს ჩვენს მსოფლმხედველობას, გვეხმარება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში.
თუ შენთვისაც მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად გაიზიარებ სამყაროს შემეცნების გზებს და ფიქრობ, რომ სასიკეთო ცვლილებებს სხვებთან ერთად აუცილებლად გამოიწვევ, საქართველოს სკაუტების ასოციაციას უნდა იცნობდე.
‘’დია’’ არის საბავშვო-ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს, შეიმეცნონ საკუთარი თავი და გარშემომყოფები, განვითარდნენ და შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.
ალბათ უკვე დაინტერესდი მათთან გაერთიანებით და გეტყვი, რომ ასოციცაციის წევრი შეგიძლია გახდე, თუ ხარ 6-დან 30 წლამდე ასაკის გოგონა ან ახალგაზრდა ქალი, იზიარებ მათ ფასეულობებსა და წესებს და გსურს, მონაწილეობა მიიღო გოგონა სკაუტების საინტერესო თავგადასავალში.
ორგანიზაცია მთლიანად მოხალისეობრივ საწყისებზეა დაფუძნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია ნებისმიერი თანხით შეიტანო საკუთარი წვლილი საქართველოში გოგონების გაძლიერებასა და განვითარებაში.
იზრუნე, რომ სასიკეთო ცვლილებების ნაწილი გახდე.