ერთეული ადამიანების ძალისხმევას სამყაროს შეცვლა შეუძლია. აი, მაგალითად, თუ ამ ბმულზე, ყოველდღე, ერთი ადამიანი მაინც შემოვა და დახმარებას გადაწყვეტს, მოხუცებსა და შშმ პირებს მზრუნველობა არ მოაკლდებათ.
თუ გინდა, ეს ადამიანი შენ იყო, მაშინ, მოხუცთა პანსიონს — „სიკეთის ლამპარს“ გაგაცნობთ. ორგანიზაცია მოხუცებსა და შშმ პირებს 2001 წლიდან უვლის. უწევს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ დახმარებას და ზრუნავს, რომ პანსიონის მაცხოვრებლებმა თავი უფრო ბედნიერად იგრძნონ.
ზრუნვა ხომ სამყაროს ცვლის. ამიტომ, შენც იზრუნე, რომ ეს ახალი წელი მოხუცებულთა თავშესაფარშიც ჯადოსნური იყოს.
ანგარიშის ნომერი: GE39TB7354236120100002