slide: SOS ბავშვთა სოფელი

SOS ბავშვთა სოფელი


პერსონალური ინფორმაცია

ყველა ბავშვი იმსახურებს მშვიდ, ბედნიერ, სიყვარულით სავსე ცხოვრებასა და გარემოს, სადაც ყველაფერია მისი განვითარებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ცხოვრებაში სხვაგვარადაც ხდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც მზრუნველობამოკლებული ბავშვების ბედნიერებაზე პასუხისმგებლობას იღებს.  

არასამთავრობო ორგანიზაცია „SOS ბავშვთა სოფელი“ მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებებს იცავს, ეხმარება სოციალურად დაუცველ არასრულწლოვნებს და უზრუნველყოფს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. 

ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, ორგანიზაციის პროგრამებში ჩართულია 1752 ბავშვი და ახალგაზრდა. მცირე შემოწირულობითაც კი, შენ შეგიძლია გახდე მაგალითი, რომ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მათზე იზრუნებენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. 

იზრუნე, რომ ეს წელი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვისაც ჯადოსნური იყოს. 


ანგარიშის ნომერი: GE87BG0000000342995900