slide: სოციალური საწარმო ზერო ეფექტი

სოციალური საწარმო "ზერო ეფექტი"

იზრუნე გარემოზე
ალბათ, ერთხელ მაინც შეამჩნევდი ბუნებაში დაყრილ პლასტმასის ბოთლებს, დაბინძურებულ ხეობებს და ხეებზე თავისუფლად მოფარფატე პოლიეთილენის პარკებს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე უფრო მწვავდება.
 
ამ თემის საპასუხოდ, დაახლოებით 5 წლის წინ სამმა მეგობარმა შექმნა ნული ნარჩენის პირველი მულტიფუნქციური სივრცე - “ზერო ეფექტი”, რომელიც მწვანე მეწარმეებსა და პასუხისმგებლიან მომხმარებლებს წაახალისებდა. 
 
“ზერო ეფექტი” ხელს უწყობს ყოველდღიური გამოყენების ფუნქციური ნივთების პოპულარიზაციას, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებითაა შექმნილი. ზოგიერთი პროდუქტი შეფუთვის გარეშეა, ზოგი შეფუთვა კი მარტივად კომპოსტირებადი მასალითაა შექმნილი. 
 
“ზერო ეფექტი” ეკო-მეგობრული მაღაზიის გარდა აერთიანებს შემეცნებითი აქტივობების, ძველი ნივთების გაცვლის სივრცეებსა და მწვანე ბიბლიოთეკას, რომლის გარშემოც  უამრავი გულანთებული, გარემოს მოყვარული ადამიანი ერთიანდება. 
 
სიცრცე ყოველ კვირას მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობას, მაგალითად გადამუშავების ვორქშოფებსა თუ მდგრადი პრაქტიკების სემინარებს, რომელთა მიზანიც გარემოს დაცვითი საკითხებისადმი მოსახლეობის ინტერესის გაზრდაა.
 
თუ შენც ფიქრობ, რომ “ზერო ეფექტის” მსგავსი სოციალური სივრცე ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვანია, დაუჭირე მას მხარი, რომ ერთად შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ
 
ანგარიშის ნომერი: GE35TB7873336020100002