slide: სუპერგმირი

სუპერგმირი

გახდი სუპერგმირი და იზრუნე ბავშვებზე
საკუთარ თავში ზრუნვის სუპერძალის აღმოჩენა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. 

ამის მაგალითია პლატფორმა „სუპერგმირი”, რომელიც ყურადღებით უსმენს სოციალურად დაუცველი ბავშვების ნატვრებსა თუ მიზნებს და მათ მზრუნველ ადამიანებთან — ე.წ. „სუპერგმირებთან" აკავშირებს. 

სუპერგმირების მზრუნველობით, ბავშვები ყოველთვიურად იღებენ გზავნილს მათთვის სასურველი, ან მათი ასაკისა თუ ინტერესების შესაბამისი ნივთებით. 

თუ გინდა, ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შენც შეცვალო, გახდი „სუპერგმირი”. გპირდებით, რომ ამ გადაწყვეტილებით, საკუთარ თავსაც უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებ და დაუვიწყარ საჩუქარს მიუძღვნი. 

ამიტომ, იზრუნე, რომ ეს ახალი წელი ორმაგად ჯადოსნური იყოს — შენთვის, როგორც სუპერგმირისთვის და ბავშვისთვის, რომელიც შენი სახით, საკუთარ სუპერგმირს იპოვის.