slide: სუპერტრივია

სუპერტრივია

იზრუნე ბავშვების განათლებაზე
სუპერძალა განათლებაშია
 
საქართველოში ათი ათასობით ბავშვი ისეთ გარემოში იზრდება, სადაც წიგნების ნაკლებობაა. ასეთ პირობებში მათ უჭირთ სამყაროს შემეცნება, ცნობიერების ჩამოყალიბება და ახალი უნარების განვითარება. დღეს უამრავი ბავშვი განათლების მიღმაა დარჩენილი — სწორედ ამ რეალობის შესაცვლელად შეიქმნა საქველმოქმედო პლატფორმა „სუპერგმირის“ ინიციატივა, რომელშიც თეგეტა მასშტაბურად ჩაერთო როგორც მხარდამჭერი და ინფორმაციის გამავრცელებელი პარტნიორი.
 
„სუპერტრივია“ არის თამაშის ფორმატში განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელში ჩართვაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თამაშის ყოველი სწორი პასუხი ნიშნავს ახალ დაგროვებულ ფურცელს. ფურცლების რაოდენობის მიხედვით კი ,,სუპერგმირი'' აგროვებს რეალურ წიგნებს და უგზავნის იმ ბავშვებს, რომელთათვისაც კითხვა ახალ ინტერესებს, კითხვებსა და უკეთესი მომავლის გზას აჩენს.
 
ეს თამაში უბრალოდ გასართობი აქტივობა არ არის — წარმოიდგინე, შენ სწავლობ, ერთობი, თამაშობ და ამ დროს ქმნი წიგნებს მათთვის, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ახალი ცოდნა. რაც უფრო მეტს ითამაშებ, მით მეტი წიგნი ჩავა იმ ადგილებში, სადაც ბავშვებს განათლებასა და წიგნებზე ხელი არ მიუწვდებათ.
 
გაიარე რეგისტრაცია supertrivia.ge-ზე და ითამაშე — ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად. 
 
გარდა თამაშისა, ამ ინიციატივის მხარდაჭერა სხვა გზებითაც არის შესაძლებელი — როგორც ინდივიდუალური პირებისთვის, ასევე ორგანიზაციებისთვის - მთავარია სურვილი და რესურსი, რომ სიკეთის მომტანი ცვლილების ნაწილი გახდე. რაც მეტი ადამიანი და კომპანია ჩაერთვება, მით მეტ ბავშვს ექნება წიგნები და განათლებაზე წვდომის რეალური შანსი.
 
ჩვენ გვჯერა, რომ სუპერძალა განათლებაშია. ახლა დროა, ეს ძალა ბავშვებსაც გავუზიაროთ  — რათა შეიმეცნონ სამყარო, გაუჩნდეთ კითხვები, აღფრთოვანდნენ...
 
იზრუნე, რომ განათლებაზე წვდომა უფრო მეტ ბავშვს ჰქონდეს საქართველოში.