ალბათ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებ და ხედავ, როგორ იწვის ტყეები, როგორ წყდება კონტინენტის ზომის ყინულები ანტარქტიდას, როგორ ქრება სახეობები წითელი წიგნიდან, მაგრამ ამის შესაჩერებლად ვერაფერს აკეთებ. თუმცა, რას იზამ, თუ გეტყვით, რომ შეგიძლია იმოქმედო, ამ გლობალურ პროცესში ერთი მიმართულებით მაინც ჩაერთო და ცხოველები გადაშენებისგან იხსნა?
თბილისის ზოოპარკი საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობების — კეთილშობილი ირმის, ნიამორის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და დომბას კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ზოოპარკში რეაბილიტაციას გადიან დაობლებული ბელებიც. პროექტი კომპლექსური და ძვირადღირებულია, ამიტომ მისი წარმატება საზოგადოების მხარდაჭერასა და ფინანსურ თანამონაწილეობაზეა დამოკიდებული. ზოოპარკს ამ საქმეში თითოეული ჩვენგანის ემპათია და დახმარება სჭირდება. მხარი დაუჭირე პროექტს და იზრუნე საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენაზე.