slide: ტენე

ტენე

ჩააბარე პლასტმასის ბოთლების თავსახურები და იზრუნე გარემოზე
თითოეულ ჩვენგანს, ყოველ ნაბიჯზე, დიდი ძალისხმევის გარეშე შეგვიძლია, სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ. თუ არ გჯერა, „ტენეს” შესახებ გიამბობთ. „ტენე” ქართული USB კაბელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც წარმოებისთვის მეორადი მოხმარების პლასტმასს, უმეტესად — ბოთლის თავსახურებს იყენებს. გარდა ამისა, „ტენემ” სასარგებლო გამოყენება როგორც საკუთარი წარმოების, ისე, სხვა მწარმოებლების ამორტიზირებულ, უსარგებლო USB კაბელებსაც გამოუძებნა და გადამუშავების შედეგად, ახალ კაბელებს ამზადებს. 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „ტენეს” აქტივობებში ჩაერთო 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც გარემო 150,000-მდე პლასტმასის ბოთლისა და თავსახურით დაბინძურებისგან დაიცვეს.

თუ „ტენეს” მსგავსად, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები შენც გაღელვებს, შეგიძლია უსარგებლო თავსახურები მოაგროვო, ჩააბარო და გარემოზე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იზრუნო. 

მისამართი: წეროვანი, დევნილთა კომპაქტური დასახლება

საკონტაქტო ინფორმაცია: 032 212 12 02