გენდერული ბალანსის მიღწევაში პროგრესი ბევრი მიმართულებით თვალსაჩინოა, თუმცა არის საკითხები, რაც კვლავ გამოწვევად რჩება.
ქვემო ქართლის რეგიონში ისევ თვალშისაცემია ქალებისთვის უთანასწორო გარემო, რომელიც ხშირად მოიცავს ადრეულ ქორწინებას, აუხდენელ ოცნებებსა და განათლების მიღების უფლების ჩამორთმევას.
აღნიშნული ეთნიკური ჯგუფების მხარდასაჭერად 2023 წლის აპრილში ევროკავშირის მხარდაჭერით ქართლის რეგიონში პირველი ციფრული სოციალური საწარმო - “ტექგოგო” ჩამოყალიბდა.
“ტექგოგოს” მთავარი მისია ქალებისა და გოგონების ეკონომიკური გაძლიერებაა. Მონაწილეების შერჩევისას ცხადი გახდა ის ფაქტი, რომ ამ რეგიონში უამრავი ქალის ოცნებაა საკუთარი ცხოვრების შეცვლა, მიზნების დასახვა და მათი განხორციელება. Საწარმო თავდაპირველად უზრუნველჰყოფს ქალების ციფრულ პროფესიებში ჩაბმას და საბოლოოდ მათ საკუთარ სარეკლამო სააგენტოში ასაქმებს.
ამ დროისთვის, “ტექგოგომ” უკვე 10 ქალი გადაამზადა ციფრულ პროფესიებში და საშუალება მისცა, სტაჟირება გაევლოთ თბილისის ისეთ სარეკლამო სააგენტოებში, როგორებიცაა: “Watergunz” და “Media Solution”.
შეიტანე წვლილი ქართლის გენდერული უმცირესობის ოცნებების ახდენაში. შენი თანადგომა მათთვის იმის დასტურია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.